B2B შეხვედრების პლატფორმა

უძრავი ქონების ფორუმი

„უძრავი ქონების ფორუმი“, ეს არის უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისთვის მოწყობილი B2B შეხვედრების პლატფორმა, რომელიც ExpoGeorgia-ს ინიციატივით და პარტნიორ ორგანიზაციებთან - Property Georgia-სთან, FIABCI-Georgia-სთან და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციასთან (GNARE) თანამშრომლობით პირველად 2021 წელს „Caucasus Build“-ის პარალელურად ჩატარდა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით დაინტერესებულმა 30-მდე საბროკერო კომპანიის წარმომადგენელმა, 6 სამიზნე ქვეყნიდან.

ფორუმის წლევანდელ გამოშვებაში, ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იგეგმება როგორც სამიზნე ქვეყნების, ისე საბროკერო კომპანიების რაოდენობის ზრდა. ამასთან, პოტენციური ინვესტორების ვიზიტების დაგეგმვა და მათთვის ფორუმზე საინვესტიციო პროექტების წარდგენა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მიერ.

საკონტაქტო ინფორმაცია